დონარუმა: ნავასი?!. პსჟ-ში სათამაშოდ ჩამოვედი...

AutoSharing Option
პსჟ-ის იტალიელმა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ პარიზულ კლუბში ტრანსფერზე ისაუბრა.

"ჩემთან კავშირზე პსჟ გამოვიდა და კონტრაქტის გაფორმება სურდათ. ამ კლუბში გადმოსვლა მეც მინდოდა. კონკურენცია არ მაშინებს.

კეილორ ნავასი ბრწყინვალე მეკარეა, მაგრამ აქ სათამაშოდ ჩამოვედი.

კონკურენცია ორივესთვის კარგია და პროგრესის საშუალებას მაძლევს. ტოპ-გუნდებში ის ყოველთვისაა და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. კეილორი საოცარი ადამიანია, უკვე დავმეგობრდით.

მინდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გავხდე, ამისათვის კი მსხვერპლის გაღება, შრომა და მოკრძალებულად დარჩენაა საჭირო - ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა დონარუმამ.

მომზადებულია GFFN-ის მიხედვით