მბაპეს წასვლის შემთხვევაში პსჟ-მა თვალი ახალ ფორვარდს დაადგა

AutoSharing Option
RMC Sport-ის ცნობით, "ევერტონის" ბრაზილიელი ფორვარდის სამსახურით "პარი სენ ჟერმენი" დაინტერესდა. წყაროს ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელს კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილავს, რომელიც თავის მხრივ, მიმდინარე ან მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ფორვარდი პსჟ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ნეიმარის ახლო მეგობარია, ამ ფაქტმა კი შესაძლოა რიჩარლისონის კარიერაც განსაზღვროს.

შეგახსენებთ, 2020/21 წლების სეზონში შემტევმა "ევერტონის" მაისური 40-ჯერ მოირგო, თავი კი 13 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის საწყის ეტაპზე ფეხბურთელით "ბარსელონა" და "რეალი" ინტერესდებოდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჭორი
გახლდათ.

მომზადებულია championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული