"რეალის" გულშემატკივრებს მბაპეს შეტყობინების ეშინიათ

AutoSharing Option
საფეხბურთო სამყაროს გულშემატკივართა თვალები კილიან მბაპეს ტრანსფერისკენ არის მიმართული, მისი ყოველი ნაბიჯი თუ ქმედება გაანალიზებულია.

ლიგა 1-ის მეოთხე ტურში 2 გოლის გატანის შემდეგ ფრანგმა შემტევმა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "3 ქულა, 2 გოლი... იდეალური საღამო".

ეს წარწერა "რეალის" გულშემატკივრებს არ ესიამოვნათ. ისინი შიშობენ, რომ მბაპე პსჟ-ის შემადგენლობაში დარჩენას გადაწყვეტს...

სხვები კი თვლიან, რომ მისი მსგავსი აღნიშვნა იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელს "პარი სენ ჟერმენის" დატოვება გოლით სურდა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 1 დღე დარჩა. ამრიგად, ყველაფერი სწრაფად უნდა მოხდეს...

მომზადებულია marca-ს მიხედვით