მორჩა. დასრულდა - მბაპე "რეალში" არ გადავა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი მბაპე "რეალში" ვერ გადავა, ყოველ შემთხვევაში, მომავალი წლის ზაფხულამდე.

RMC Sport-ი ირწმუნება, რომ პარიზში კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შეჩერდა. ბოლოს "სამეფო კლუბმა" "პარი სენ ჟერმენს" მბაპეში 180 მილიონი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო - პარიზელები 200 მილიონს ფეხს არ უცვლიან.

"ეკიპი" ამტკიცებს, რომ "რეალი" მზად გახლდათ ტრანსფერში 200 მილიონი გადაეხადა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვიერ და არაოფიციალურ დონეზე იყო.

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი გაისად უმთავრდება და ნაახალწლევს უფლება აქვს, ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკება აწარმოოს, თუმცა არავინ იცის, იქამდე სიტუაცია როგორ შეიცვლება.

ასეა
თუ ისე, ფლორენტინო პერესმა მბაპეს დამატების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხელიდან კი არ გაუშვა, უფასოდ დაითრია.
200 მილიონის გადახდას ჯობს 1 წელი მოითმინოს და უფასოდ აიყვანოს. ყველამ იცის რომ მბაპე რეალის ფანია და ყველა ვარიანტში გადავა. ასე რომ უბრალოდ 200 ლიმონი დაზოგა და ერთი წელი მოითმინა
Superman
10:02 31-08-2021
2
პსჟ კიდევ ერთ ვაბანკზე წავიდა, რომ იქნებ ამ წელს მაინც მოიგოს ლიგა. ფაქტიურად 180 მილიონი გადაიხადა მაპეს ერთი წლით დარჩენაში
sormona
10:33 31-08-2021
0

სიახლეები პოპულარული