მორჩა. დასრულდა - მბაპე "რეალში" არ გადავა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი მბაპე "რეალში" ვერ გადავა, ყოველ შემთხვევაში, მომავალი წლის ზაფხულამდე.

RMC Sport-ი ირწმუნება, რომ პარიზში კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შეჩერდა. ბოლოს "სამეფო კლუბმა" "პარი სენ ჟერმენს" მბაპეში 180 მილიონი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო - პარიზელები 200 მილიონს ფეხს არ უცვლიან.

"ეკიპი" ამტკიცებს, რომ "რეალი" მზად გახლდათ ტრანსფერში 200 მილიონი გადაეხადა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვიერ და არაოფიციალურ დონეზე იყო.

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი გაისად უმთავრდება და ნაახალწლევს უფლება აქვს, ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკება აწარმოოს, თუმცა არავინ იცის, იქამდე სიტუაცია როგორ შეიცვლება.

ასეა
თუ ისე, ფლორენტინო პერესმა მბაპეს დამატების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.