მიქაუტაძის გამშვები "მეცი" გასავარდნ ზონაშია

AutoSharing Option
"მეცმა", რომელმაც თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა და იჯარით ისევ "სერენში" გაუშვა, ძალიან უხეიროდ ასპარეზობს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში "მეცი" სტუმრად "სტრასბურგთან" 0:3 დამარცხდა და 3 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. ისიც სათქმელია, რომ "მეცს" მხოლოდ 6 გოლი აქვს გატანილი და მწვრთნელის, ფრედერიკ ანტონეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გიორგის გასხვისების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია.

რაც შეხება მიქაუტაძეს, თასზე "ლოკორენ-ტემსესთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა და 19 სექტემბერს ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე
-8 ტურში "სერენის" შემადგენლობაში გასვლაზე "ანტვერპენთან" ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სასიხარულო არ არის.
არ იქნება კარგი თუ მისი კონტრაქტი საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდის ხელში აღმოჩნდება!
ve geshera
22:19 18-09-2021
0
ჟორჟი მაგარი ბიჭია, ძალიან მაგარ ფეხბურთს ითამაშებს!
სტუმარა
14:38 18-09-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული