მიქაუტაძის გამშვები "მეცი" გასავარდნ ზონაშია

AutoSharing Option
"მეცმა", რომელმაც თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა და იჯარით ისევ "სერენში" გაუშვა, ძალიან უხეიროდ ასპარეზობს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში "მეცი" სტუმრად "სტრასბურგთან" 0:3 დამარცხდა და 3 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. ისიც სათქმელია, რომ "მეცს" მხოლოდ 6 გოლი აქვს გატანილი და მწვრთნელის, ფრედერიკ ანტონეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გიორგის გასხვისების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია.

რაც შეხება მიქაუტაძეს, თასზე "ლოკორენ-ტემსესთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა და 19 სექტემბერს ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე
-8 ტურში "სერენის" შემადგენლობაში გასვლაზე "ანტვერპენთან" ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სასიხარულო არ არის.
არ იქნება კარგი თუ მისი კონტრაქტი საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდის ხელში აღმოჩნდება!
ve geshera
18 სექტემბერი 2021 22:19
0
ჟორჟი მაგარი ბიჭია, ძალიან მაგარ ფეხბურთს ითამაშებს!
სტუმარა
18 სექტემბერი 2021 14:38
0
მიდი ჟორჟ წარმატებები ამ სეზონშიც გაკეთე დუბლები და ჰეთრიკები დანახე ყველას შენი ფასი წარმატებები.
ზურა
18 სექტემბერი 2021 14:00
0
ძალიან კარგი იმედია გავარდება ამ სეზონში და მაგ მწვრთნელსაც მიაყოლებენ 89წუთზე რო შემოგყავს თავდამსხმელი რა უნდა მოსთხოვო მამაღმერთი კიარაა ჟორჟიკაა მიქაუტაძე ))
რომა
18 სექტემბერი 2021 10:30
0
სულ 1 წუთი გაატარა მოედანზე და გუნდს მისმა ტაქტიკურმა შეცდომამ, 2 ქულა დააკარგვინა.ამის გაკეთება,ღმერთისთვისაც არ იქნება ადვილი,მაგრამ გუნდიდან გაშვებას,მაინც არ იმსახურებდა.ეტყობა დასკვნა ცხელ გულზე გააკეთეს და ვიცი,მწარედ ინანებენ.მეორე მხრივ,თუ მეცი გავარდა,გიორგის აუცილებლად დაიბრუნებენ და მეორე ლიგაში მოუწევს,თამაში.ასე რომ მეცს, უმაღლეს ლიგაში დარჩენა, მაგრამ დასარჩენად ტანჯვა-წამება ვუსურვოთ.
სოსო
18 სექტემბერი 2021 12:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული