პსჟ-მა "ლიონს" ძლივს მოუგო - შეცვლილმა მესიმ პოჩეტინიოს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში პსჟ-მა პარიზში 2:1 სძლია "ლიონს".

სტუმრებმა მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება მხოლოდ კომპენსირებულ დროში მოახერხეს.

პსჟ-ს თავდამსხმელი ლეო მესი 76-ე წუთზე შეცვალეს და მან მოედნიდან გასვლისას მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს ხელი არ ჩამორთვა. არგენტინელმა "პარი სენ ჟერმენში" ჩატარებულ 3 მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა.

პოჩეტინიომ ნამატჩევს განაცხადა, რომ წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები ელით, შეეშინდა მესის ტრავმა არ მიეღო და ამიტომ შეცვალა.

პარიზელმა გულშემატკივრებმა ისევ უსტვინეს ფორვარდ კილიან მბაპეს, რომელსაც "რეალში" გადასვლა სურს.

პსჟ 18
ქულით ლიდერია და 22 სექტემბერს გასვლაზე "მეცს" დაუპირისპირდება.

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - ლიონი 2:1
გოლები: 0:1 პაკეტა (54), 1:1 ნეიმარი (66, პენ), 2:1 იკარდი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეხლა გამოხტებიან ჩასაფრებული როლანდოს ფანები და დაიწყებენ ერთი და იგივე პლასტინკების ტრიალს "მესი ასე, მესი ისე" ჯერ ესეთი როლანდო დაბრუნდა თავის მშობლიურ გუნდში და ეს უკვე სხვა სტიმულია ფეხბურთელისთვის, იუვეში როლანდო აბსოლუტურად დაკარგული იყო და იმიტომაც წამოვიდა, ფსიქოლოგიურად ვერ გაძლო. მესისთვის კი რომელმაც ერთ გუნდს შესწირა თავისი საუკეთესო წლები, ეს ახალი გამოწვევა "სხვა გუნდში გადასვლა" მენტალურად ძალიან ძნელი გადასატანია. არ არის ადვილი სხვა გუნდი, სხვა გარემოება, სხვა ატმოსფერო და ასე შემდეგ. მეც რომელიც, მესის ვგულშემატკივრობ, ძალიან ძნელია მესის ყურება სხვა ფორმით, ჩვენ ხომ დიდი ხნის მანძილზე მიჩვეულები ვიყავით ბარსას ფორმაში ჩაცმულ მესის. აგერ ჩვენ გვეძნელება და წარმომიდგენია ლეოსთვის რა ძნელია სხვა გუნდში ყოფნა. ერთი სიტყვით ლაპორტას კისერზე იყოს ეს ყველაფერი.
გია
10:19 20-09-2021
11
ფაქტიურად მარტო მბაპე თამაშობს, პენალტი პლიუს საგოლე პასი. წინა თამაშებშიც მბაპე დომინირებდა ყველგან. ეგ რო წავა სულ დაერხევა პსჟ-ს.
გიო
11:10 20-09-2021
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული