კვირას, პსჟ-სა და "ლიონის" (2:1) შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესი შეცვალა, რაც არგენტინელს ნამდვილად არ ესიამოვნა. ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელს ხელიც კიარ ჩამოართვა, რის გამოც ადგილობრივ სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკის ქვეშ მოჰყვა.
ლეომ ნეიმართან და კილიან მბაპესთან ერთად ზედიზედ მეორე შეხვედრა დაიწყო, თუმცა როგორც აღვნიშნე, მატჩის მიწურულს ის აჩრაფ ჰაკიმით შეიცვალა.
ექს "ბარსელონელის" "ლიონთან" დაპირისპირების ანალიზის შემდეგ, Le Parisien-მა არგენტინელი ფორვარდი როგორც "თავჩახრილი" ისე მოიხსენია.
"მისი დრო პარიზში უფრო რთული იქნება, ვიდრე ამას თვითონვე ელოდა" - წერს გამოცემა.
"პარი სენ ჟერმენის" მოედანზე დებიუტის შემდეგ ლეო დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა, გააჩუმებს თუ არა "ალბისელესტელი" კრიტიკოსებს დრო გვაჩვენებს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
ლეო, დაბრუნდი რა ბარსაში გთხოვთ.