მესის ფრანგული მედია აკრიტიკებს: "თავჩახრილია, შეხვედრის მიმდინარეობაზე კი ზეგავლენას ვერ ახდენს..."

AutoSharing Option
კვირას, პსჟ-სა და "ლიონის" (2:1) შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესი შეცვალა, რაც არგენტინელს ნამდვილად არ ესიამოვნა. ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელს ხელიც კიარ ჩამოართვა, რის გამოც ადგილობრივ სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკის ქვეშ მოჰყვა.

ლეომ ნეიმართან და კილიან მბაპესთან ერთად ზედიზედ მეორე შეხვედრა დაიწყო, თუმცა როგორც აღვნიშნე, მატჩის მიწურულს ის აჩრაფ ჰაკიმით შეიცვალა.

ექს "ბარსელონელის" "ლიონთან" დაპირისპირების ანალიზის შემდეგ, Le Parisien-მა არგენტინელი ფორვარდი როგორც "თავჩახრილი" ისე მოიხსენია.

"მისი დრო პარიზში უფრო რთული იქნება, ვიდრე ამას თვითონვე ელოდა" - წერს გამოცემა.

"ის ჭკნება, თავჩახრილია, შეხვედრის მიმდინარეობაზე კი ზეგავლენას ვერ ახდენს".

"პარი სენ ჟერმენის" მოედანზე დებიუტის შემდეგ ლეო დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა, გააჩუმებს თუ არა "ალბისელესტელი" კრიტიკოსებს დრო გვაჩვენებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით






მკითხველის კომენტარები / 4 /
ზუტლიანო ფრანგებო! მადლობაც სთქვით მესი, რომ თქვენთანაა. ხართ კი ღირსები ლეოსი?
k.k.
13:15 21-09-2021
19
ეს კაცი დაბადებულია ბარსელონასთვის, მორჩა და გათავდა!
ლეო, დაბრუნდი რა ბარსაში გთხოვთ.
გულშემატკივარი
14:49 21-09-2021
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული