მესის ფრანგული მედია აკრიტიკებს: "თავჩახრილია, შეხვედრის მიმდინარეობაზე კი ზეგავლენას ვერ ახდენს..."

AutoSharing Option
კვირას, პსჟ-სა და "ლიონის" (2:1) შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესი შეცვალა, რაც არგენტინელს ნამდვილად არ ესიამოვნა. ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელს ხელიც კიარ ჩამოართვა, რის გამოც ადგილობრივ სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკის ქვეშ მოჰყვა.

ლეომ ნეიმართან და კილიან მბაპესთან ერთად ზედიზედ მეორე შეხვედრა დაიწყო, თუმცა როგორც აღვნიშნე, მატჩის მიწურულს ის აჩრაფ ჰაკიმით შეიცვალა.

ექს "ბარსელონელის" "ლიონთან" დაპირისპირების ანალიზის შემდეგ, Le Parisien-მა არგენტინელი ფორვარდი როგორც "თავჩახრილი" ისე მოიხსენია.

"მისი დრო პარიზში უფრო რთული იქნება, ვიდრე ამას თვითონვე ელოდა" - წერს გამოცემა.

"ის ჭკნება, თავჩახრილია, შეხვედრის მიმდინარეობაზე კი ზეგავლენას ვერ ახდენს".

"პარი სენ ჟერმენის" მოედანზე დებიუტის შემდეგ ლეო დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა, გააჩუმებს თუ არა "ალბისელესტელი" კრიტიკოსებს დრო გვაჩვენებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით






მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს კაცი დაბადებულია ბარსელონასთვის, მორჩა და გათავდა!
ლეო, დაბრუნდი რა ბარსაში გთხოვთ.
გულშემატკივარი
21 სექტემბერი 2021 14:49
10
ფაქტია ყველაზე ძალიან მესის უნდოდა ბარსაში დარჩენა - იცი საერთოდ რას ნიშნავს - ფაქტი?
შენ რა იცი, ვის რა უნდოდა?
არც სარკაზმი შემინიშნავს გულშემატკივარი-ს კომენტარში და სრულებითაც ვეთანხმები
გულშემატკივარის მოპასუხეს
22 სექტემბერი 2021 20:50
0
არ ვიცი სარკაზმით იძახი თუ არა, რომ "მესი დაბრუნდეს ბარსაში", მაგრამ ფაქტია ყველაზე ძალიან მესის უნდოდა ბარსაში დარჩენა, მაგრამ ლალიგის ბოსებმა ლაპორტას მეთაურობით, ასე გადაწყვიტეს. მაგათი დედაც ვატირე!:DDD
გულშემატკივარო! ეგ კითხე გაიძვერა ლაპორტას, თუ რატომ არ არის, მესი ბარსაში. .
21 სექტემბერი 2021 16:38
2
ზუტლიანო ფრანგებო! მადლობაც სთქვით მესი, რომ თქვენთანაა. ხართ კი ღირსები ლეოსი?
k.k.
21 სექტემბერი 2021 13:15
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული