პოჩეტინომ მესის ტრავმაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მოგეხსენათ, კვირას, პსჟ-სა და "ლიონს" შორის გამართული შეხვედრის 76-ე წუთზე პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესი შეცვალა, მიზეზად კი მისი შესაძლო ტრავმა მოიყვანა, როგორც ჩანს არგენტინელი სპეციალისტი არ შეცდა. გუშინ, 21 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ალბისელესტეს" კაპიტანი ლიგა 1-ის მე-7 ტურის შეხვედრას, "მეცის" წინააღმდეგ, გამოტოვებს.

"ლიონელ მესიმ მარცხენა მუხლზე დისკომფორტი იგრძნო, ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელს ძვლების შეშუპების ნიშნები აქვს" - დაწერა პსჟ-მ ოფიციალურ გვერდზე.

ზოგადად პარიზელებისთვის ახლა რთული პერიოდია, არამხოლოდ იმიტომ, რომ "მეცის" წინააღმდეგ ლეო არ
ითამაშებს, არამედ იმიტომ, რომ ფრანგებს მიყოლებით რამდენიმე შეხვედრის გამართვა მოუწევთ - 25 სექტემბერს "მონპელიე", 28 სექტემბერს "მანჩესტერ სიტი" და 3 ოქტომბერს "რენი".

პოჩეტინო მესის მუხლის ტრავმას განიხილავს

გუშინ, 21 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პოჩეტინომ ლეოს ტრავმაზე ისაუბრა:

"კლუბმა განცხადება უკვე გამოაქვეყნა, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნათელია. მატჩის მიმდინარეობისას შევამჩნიე, რომ ლეო მუხლზე ხელს ხშირად იკიდებდა, ასევე უჭირდა ბურთის კარისკენ გადაგზავნა, როგორც ჩანს არ შევცდი... მას კარგი პირველი ნახევარი ჰქონდა, რის გამოც ბედნიერები ვიყავით, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ის მოედნიდან შესაძლო ტრავმის გამო გაგვეყვანა.

მესმის მედიის რეაქცია, თუმცა ჩვენი პრიორიტეტი ისაა, რომ ფეხბურთელმა თავი კარგად იგრძნოს. საუკეთესოებს მოედანზე ყოფნა 90 წუთის განმავლობაში სურთ, სულაც არ გამკვირვებია მესის მსგავსი რეაქცია, რადგან მას, რა თქმა უნდა, თამაშის გაგრძელება სურდა" - განაცხადა მაურისიომ.

შეგახსენებთ, ლიგა 1-ის მე-7 ტურის შეხვედრა "მეცსა"და "პარი სენ ჟერმენს" შორის დღეს, 22 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენი ხანია ტრავმა არ მიუღია ლეოს, გამოჯამრთელებას ვუსურვებთ!
გაიხარეთ, როლანდოს მომხრეებო!
16:22 22-09-2021
1

სიახლეები პოპულარული