დონარუმა პსჟ-ში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა

AutoSharing Option
პსჟ-ის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

Corriere della Sera-ს ცნობით, იტალიელი კეილორ ნავასთან მძიმე კონკურენციას ელოდა, მაგრამ არ ეგონა, თუ ასე ხშირად მოუწევდა დუბლიორობა.

სიტუაციით გაკვირვებულია აგრეთვე ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა, რომელიც სეზონის სტარტის წინ ამბობდა, რომ მისი კლიენტი ძირითადი გოლკიპერი იქნებოდა.

გამოცემის მტკიცებით, "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინიოს უჭირს დონარუმას სასტარტოში დაყენება, ვინაიდან კეილორ ნავასს ლათინოამერიკელი ფეხბურთელები - ლეო მესი, ნეიმარი, ანხელ დი მარია, მარკინიოსი და ლეანდრო პარედესი უჭერენ მხარს.

პოჩეტინიოს არ სურდა ასეთ რთულ ვითარებაში
მოხვედრილიყო, მაგრამ დონარუმასთან კონტრაქტის გაფორმება პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მოისურვა, რომელსაც ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ უნდოდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უმადურის ხვედრი ესაა. ცხვირმოუხოცავი ღლაპი ისეთი გრანდის მილანის კაპიტანი გახდი რომლის მიღწევებს ვერასოდეს გაიმეორებს პსჟ სულაც მთელი მსოფლიოს შეიხთა ფული რომ დაახარჯონ და რა უნდოდა მეტი?
0
ასე იცის ფულს, რომ დახარბდები. 8 მილიონს სთავაზობდს მილანი, რაც მეკარისთვის და თან პანდემიის გათვალისწინებით ძალიან დიდი ხელფასია. მაგრად დააგოიმა რაიოლამ იმისთვის, რომ თვითონ დიდი საკომისიო აეღო. ვითომ ლიგის მოსაგებად წავიდა პსჟ-ში და იქაც სკამზე ზის. რომც მოიგოს პსჟ-მ მისი წვლილი იმდენად მცირე იქნება, რომ მხოლოდ სტატისტიკას დარჩება მისი მედალი.
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული