"პასს არ მაძლევს" - პსჟ-ში დაძაბულობა იმატებს?!

AutoSharing Option
RMC Sport-ის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენში" ლიონელ მესის მისვლის შემდეგ ბრაზილიელი ნეიმარისა და ფრანგი კილიან მბაპეს ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა.

გამოცემის მიხედვით, მბაპე ნეიმარის მოქმედებებით "მონპელიესთან" (2:0) მოგებულ მატჩში უკაყოფილო დარჩა. ფრანგი 88-ე წუთზე შეცვალეს, სათადარიგოთა სკამზე დამჯდარმა კი ნეიმარისკენ ხელი გაიშვირა და იდრისა გეიეს უთხრა:

"პასს არ მაძლევს!" - ეს მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა იულიან დრაკსლერს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

შეგახსენებთ, 2022 წლის ზაფხულში მბაპესა და პსჟ-ს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის. დიდი ალბათობით, ფრანგი პარიზელებთან კონტრაქს აღარ გააგრძელებს და მადრიდის
"რეალში" გადავა. ინგლისში კი ამტკიცებენ, რომ "რეალს" სერიოზული კონკურენცია ელის - "მანჩესტერ სიტის" მფლობელები კილიანს უდიდეს ხელფასს შესთავაზებენ.


მკითხველის კომენტარები / 6 /
ესეც რო ტირის, აბა ქვილითაიამ რა უნდა თქვას. პას წინ ნუ მაძლევთ დავიღალე ვეღარ დავრბივარ და ფეხებში გამარტყით ბურთიო?
კ ო მ ბ ლ ე
23:03 26-09-2021
7
მბაპემ ძალიან ადრეულ ასაკში მიაღწია დიდ წარმატებას, რამაც გამოიწვია მისი ასე გათამამება. იმის მაგივრად რომ დააფასოს ნეიმარის და მესის გვერდით თამაში, თავი მოაქვს. მიუხედავად იმისა რომ უნიჭიერესია, თუ ხასიათი არ გამოასწორა, თავის ამბოციებში დაიკარგება
ალექსა
22:42 26-09-2021
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული