"შეცდომა არ დამიშვია" - მესი ალაპარაკდა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენში" ლიონელ მესის კარიერა ისე არ განვითარდა, როგორც ამას გულშემატკივრები ელოდნენ. არგენტინელმა პარიზული კლუბის მაისურით ერთადერთი გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გაიტანა, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო, მე-9 ტურში კი "რენთან" 2:0 დამარცხდნენ. მიუხედავად არასახარბიელო სტარტისა, "ალბისელესტეს" კაპიტანი პსჟ-ში გადასვლას არ ნანობს.

"პარი სენ ჟერმენში" გადასვლით შეცდომა არ დამიშვია" - ამბობს მესი.

რომ დავუბრუნდეთ არგენტინელის ყოფილ კლუბს, იქ რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი დაკავებული თანამდებობის დატოვებასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

მიუხედავად პსჟ-ის სეზონის
არადამაჯერებელი სტარტისა, "კამპ ნოუზე" სცენარი სხვანაირად მიმდინარეობს.

"მესი ყველაფერს მალავდა. ის ძალიან კარგი იყო და თამაშებსაც იგებდა" - განაცხადა რონალდ კუმანმა გარკვეული პერიოდის წინ.

"რა თქმა უნდა, მას გარშემო მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავდა, თუმცა სხვაობას სწორედ ის აჩენდა. მადლობა არგენტინელს, რომ სხვებს უკეთესად აქცევდა. ეს არ არის გაკრიტიკება, დაკვირვების შედეგად არსებულის გამოაშკარავებაა".

როგორც აღვნიშნე, ლეომ პარიზელების მაისური 5-ჯერ მოირგო, თავი კი 1 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 11 /
ბარსაში ფეხბურთი ასწავლეს,მილიარდამდე ფული აშოვნინეს და კიდე ბარსას აგინებთ თქვე გამყიდველებო.
ბარსას ნამდვილი ქომაგი
08 ოქტომბერი 2021 00:12
7
ვაიმე, შენი პეხე კრისტინა, რა ღარიბია არა?! მოდი რ შენს გაფხეკილ ჯიბეს მიხედე, არაფრის მაქნისი, რომ ხარ.
ბარსას ქომაგს:DDD
08 ოქტომბერი 2021 12:56
2
მესიმაც ბევრი ფული აშოვნინა ბარსას ისე, რომ ლეოს არავისი ვალი არ აქვს! აქეთ აქვთ ლეოს ვალი ყველას. რაც გინდა ასწავლონ თამაში, თუ თანდაყოლილი ნიჭი არა გაქვს, აზრი ეკარგება ყველაფერს. რაც შეეხება "გამყვიდელებს" ბარსაში, და ლაპორტასთან ეძებეთ!.
ვითომ ნამდვილ ბარსას ქომაგს.
08 ოქტომბერი 2021 08:34
0
ადაპტაციის პრობლემა ძალიან ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა და მომავალშიც ექნება (მარადონა ბარსაში). მითუფრო მესის მსგავს ფიგურას, რომელიც მხოლოდ ერთ კლუბში აქვს გატარებული მთელი კარიერა. გაიხსენეთ, მას ნაკრებშიც კი ძალიან უჭირდა თამაში ბოლო დრომდე (ბოლო დროს გუნდური თამადი და აზროვნება საგრძნობლად გამოსწორდა). არგენტინის ნაკრებში, ისე როგორც სენ ჟერმენში ბევრი ინდივიდუალისტია და ყველა თავისთვის დაარბენინებდა ბერთს (პარიზში ისევ დაარბენინებს). მბაპე უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ნამეტანი ამბიციურია და ჯერ ბევრი აქვს დასამტკიცებელი (გაიხსენეთ ბოლო ევროპის ჩემპიონატი). ნეიმარიც კი, რომელიც დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე ნიჭიერად შეიძლება ჩაითვალოს, თავისი გაუთავებელი მარიაჟობით და საკუთარი თავის წარმოჩენით იმდენად არის დაკავებული, რომ საკუთარი შესაძლებლობის მხოლოდ ნაწილს ავლენს (ბოლომდე დახარჯული ნეიმარი ბოლოს ბარსელონაში მახსოვს პსჟ-ს წინააღმდეგ). მესის თამაში გუნდურ აზროვნებაზეა მორგებული, სადაც ის ქმნის კონკრეტულ ეპიზოდებს და პარტნიორმა თუ გაგრძელების სწორი, ლოგიკური გადაწყვეტილება არ მიიღო (მბაპე - სიტისთან, გოლის ეპიზოდში) ფუჭია მთელი მისი ქმედებები. შეთამაშებას სურვილი და დრო სჭირდება. 11 ვარსკვლავი მოედანზე გუნდი არ არის. ასე, რომ ცოტა მოთმინებაა უპრიანი. P.S. მესი, ფეხბურთში ეპოქის შემქმნელი პიროვნებაა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად და რა ცუდია, რომ ეს ლამაზი სპექტაკლი დასასრულს უახლოვდება!!!
G.A.L.
07 ოქტომბერი 2021 16:10
0
ჯერ აცალეთ კაცო ადაპტაცია უნდა გაიაროს მთელი მისი კარიერა ბარსას შეალია და მაგ ღორებმა გამოაგდეს.ჯერ არაფერი არ არის გარკვეული რას შეძლებს აქ მესი.
!!
07 ოქტომბერი 2021 13:23
2
მართალი ხარ ძმაო! ვერაზე ნაცხოვრები, ოჯახით გადავედით მასივში და დღემდე, მე პირადად მიჭირს იქ ცხოვრება. არ არის ადვილი ერთ გუნდში ითამაშო შენი საუკეთესო წლები და უცებ სხვა გუნდში გადადიხარ, სადაც ყველაფერი უცხოა. ზოგი მიჩვეულია გუნდიდან გუნდში გადასვლას და ლეოსთვის კი ეს ყველაფერი, ახალი ხილია. წარმატებები მესის.
!!-s
07 ოქტომბერი 2021 14:24
1
სულ, რომ ათასი ნიჭიერი ფეხბურთელები მოიყვანონ ბარსაში და ყველამ სათითაოდ მოირგოს 10-იანი, შენთან მაინც ვერავინ მოვა, სიახლოვითაც კი.
ლეო მესის
07 ოქტომბერი 2021 11:20
4
ლეგენდავ! ჩვენც გვიყვარხარ!
მესის ფანები.
08 ოქტომბერი 2021 17:22
0
მადლობა მეგობრებო!! გული ამიჩუყდა .. მიყვარხაართ ..
ლაიონელ მესი
08 ოქტომბერი 2021 01:23
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული