"შეცდომა არ დამიშვია" - მესი ალაპარაკდა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენში" ლიონელ მესის კარიერა ისე არ განვითარდა, როგორც ამას გულშემატკივრები ელოდნენ. არგენტინელმა პარიზული კლუბის მაისურით ერთადერთი გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გაიტანა, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო, მე-9 ტურში კი "რენთან" 2:0 დამარცხდნენ. მიუხედავად არასახარბიელო სტარტისა, "ალბისელესტეს" კაპიტანი პსჟ-ში გადასვლას არ ნანობს.

"პარი სენ ჟერმენში" გადასვლით შეცდომა არ დამიშვია" - ამბობს მესი.

რომ დავუბრუნდეთ არგენტინელის ყოფილ კლუბს, იქ რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი დაკავებული თანამდებობის დატოვებასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

მიუხედავად პსჟ-ის სეზონის
არადამაჯერებელი სტარტისა, "კამპ ნოუზე" სცენარი სხვანაირად მიმდინარეობს.

"მესი ყველაფერს მალავდა. ის ძალიან კარგი იყო და თამაშებსაც იგებდა" - განაცხადა რონალდ კუმანმა გარკვეული პერიოდის წინ.

"რა თქმა უნდა, მას გარშემო მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავდა, თუმცა სხვაობას სწორედ ის აჩენდა. მადლობა არგენტინელს, რომ სხვებს უკეთესად აქცევდა. ეს არ არის გაკრიტიკება, დაკვირვების შედეგად არსებულის გამოაშკარავებაა".

როგორც აღვნიშნე, ლეომ პარიზელების მაისური 5-ჯერ მოირგო, თავი კი 1 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით