"ლეო იზოლირებულია" - ანრი მესის პარიზულ პრობლემებზე საუბრობს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ ლიონელ მესის პსჟ-ში ნაჩვენებ თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"მესი გუნდს მოწყვეტილია და ბურთს ხშირად არ იღებს. ვერ ვიტყოდი, რომ ლეო პსჟ-ში თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ ვხედავ, რომ იზოლირებულია.

მე უფრო მომწონს, როცა მესი ცენტრიდან მოქმედებს. არ მიმაჩნია, რომ მატჩის ბედის გადაწყვეტა მარჯვნიდან თამაშის შემთხვევაში შეუძლია.

მას წარმატებული პერიოდი არ აქვს, მაგრამ ცენტრიდან რიტმის კარნახი შეუძლია. გამოსავალი უნდა იპოვონ, რათა მესი, ნეიმარი და მბაპე ერთად კარგად ათამაშდნენ.

ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ მეჩვენება, რომ
ისინი ერთად ნაკლებად ეფექტურები არიან. ლეო შეტევაში მონაწილეობას იშვიათად იღებს", - თქვა ანრიმ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით