მესი ტრავმირებულია, რამოსი გუნდს მომდევნო კვირას შეუერთდება

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ლაზარეთი დროდადრო არათუ იკლებს, არამედ იმატებს...

მოგეხსენებათ, ლიონელ მესი მარცხენა ბარძაყზე არსებული მიკროტრავმის გამო მადრიდში მკურნალობს. ამიტომ არგენტინელი ლიგა 1-ის მე-13 ტურის შეხვედრას, სადაც პსჟ "ბორდოს" დაუპირისპირდება, გამოტოვებს.

"ალბისელესტეს" კაპიტანთან ერთად გუნდს სერხიო რამოსიც გამოაკლდება. მოგეხსენებათ, ესპანელს ფრანგული კლუბის შემადგენლობაში დებიუტი ჯერ კიდევ არ ჰქონია. შეგახსენებთ, გასულ კვირას უცხოური პრესა განიხილავდა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე პსჟ ფეხბურთელთან კონტრაქტს გაწყვეტდა, თუმცა ყველაფერი სხვანაირად წარიმართა, მცველი კი გუნდთან ერთად უკვე მომდევნო კვირას ივარჯიშებს.

ხსენებულ ფეხბურთელებთან ერთად კლუბს მარკო ვერატი,
ლეანდრო პარედესი და პრესნელ კიმპემბე არ ეყოლება...

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული