მესი და რამოსი დოსტები ვერ გახდნენ

AutoSharing Option
"ეკიპი" იტყობინება, რომ პსჟ-ის ფეხბურთელები ლეო მესი და სერხიო რამოსი ჯერ ვერ დამეგობრდნენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რამოსი სწრაფად დაუმეგობრდა ბევრ თანაგუნდელს, მესისთან ასეთივე თბილი ურთიერთობის დამყარება ვერ მოახერხა, თუმცა მათ ერთმანეთთან დამოკიდებულებას ცუდს ვერ უწოდებ.

"არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით წაშალო კლასიკოში დაპირისპირება", - თქვა წყარომ, რომელიც სიტუაციას კარგად იცნობს.

რამოსი "რეალის" ღირსებას 2005-21 წლებში იცავდა, ხოლო მესი "ბარსელონაში" 2003-21 წლებში თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მეგობრობა მოდის მრავალი წლის ურთიერთპატივის ცემით.. ეს ორი ადამიანი 15 წელზე მეტი მტრები იყვნენ ერთმანეთის მოედანზე.. აქ გასაკვირი არაფერია.. კლუბისთვის ყველაფერს გაიღებენ
geo-geo
04:37 11-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული