ნასერ ალ-ხელაიფს ნეიმარის გაყიდვა სურს

AutoSharing Option
როგორც El Nacional-ი წერს, ბრაზილიელი ნეიმარი პსჟ-ს 2021/22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

წყაროს თქმით, პარიზული კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფს შემტევის გაყიდვა მომდევნო ზაფხულს აქვს გადაწყვეტილი, ტრანსფერისგან კი მაქსიმალურად დიდ თანხას ელის. ცნობილია, რომ ხელმძღვანელობა რამდენიმე ინგლისურ კლუბს თვითონვე დაუკავშირდა. სიაში შეხვდებით ასევე "ბარსელონასაც".

შეგახსენებთ, ნეიმარი "პარი სენ ჟერმენს" 2017 წელს "ბლაუგრანადან" შეუერთდა. ამ სეზონში 29 წლის შემტევმა ლიგა 1-ში მონაწილეობა 8 მატჩში მიიღო და თავი 3 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული