პსჟ-ის სამი "მგზავრი" და იმედგაცრუება - მესი, ნეიმარი და მბაპე გააკრიტიკეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში პსჟ სტუმრად 1:2 დამარცხდა "მანჩესტერ სიტისთან", ნამატჩევს კი პარიზული გუნდის ვარსკვლავები ლეო მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე გააკრიტიკეს. "ეკიპმა" ამ სამეულს ყველაზე დაბალი შეფასებები დაუწერა: მესის 4, ხოლო ნეიმარსა და მბაპეს 5-5.

ტიერი ანრი (საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ, თუ თავს შვიდი ფეხბურთელით დაიცავ. ეს შეუძლებელია. ჩემთვის სულერთია ვინ ხართ თქვენ. განაპირა მცველები მარტონი არიან, ამიტომ მოედანზე პრაქტიკულად სამი ერთზე მიდის ან სამი ორზე.

საფრანგეთში გუნდებს პსჟ-ის დაცვის გარღვევა არ შეუძლიათ,
ხოლო "მანჩესტერ სიტიმ" შეძლო. პოჩეტინიოს ხანდახან გუნდის მართვა არ ძალუძს".

ჯეიმი კარაგერი (ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი): "პსჟ პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა. მოულოდნელია იმის ყურება, როდესაც ევროპაში საუკეთესოობაზე პრეტენზიის მქონე გუნდს გატანა არ შეუძლია.

მე უბრალოდ არ მჯერა, რომ გუნდებს ფეხბურთელების თრევა შეუძლიათ. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოგება ოთხ გუნდს შეუძლია - "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულს", "ჩელსის" და "ბაიერნს". ამ გუნდებში "მგზავრები" არ არიან.  პსჟ-ს კი სამი "მგზავრი" ჰყავს და ტურნირის მოგების აბსოლუტურად არანაირი შანსი არ აქვს.

გული მწყდება, როდესაც მსგავს რამეს ვუყურებ, განსაკუთრებით მბაპეს გამო. თითქმის შემიძლია მესის გავუგო, რომელიც რაც არ უნდა იყოს 34 წლისაა, გარკვეულ მომენტებში შეუძლია თავს მოდუნების უფლება მისცეს. თუმცა, არ მგონია პსჟ-ს მისი თრევის უნარი გააჩნდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ "ბარსელონას" კარგა ხანია არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა.

მბაპე მხოლოდ 22 წლისაა! უკან უნდა ეფრინა, რათა პარტნიორებს "სიტისთან" დახმარებოდა. ის კი მოედანზე დადიოდა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
პოჩეტინო შავ დღეშია.ორ მოსეირნეს მესამე დაემატა და რომელი გინდა სკამზე დააჯინო სამივე მსოფლიო ვარსკვლავია.არადა ორ მოსეირნესაც ვერ უძლებდა პსჟ-ს დაცვა.
ანრის ვეთანხმები
26 ნოემბერი 2021 12:45
1
არტ-ს

მესომანია ნუ გაქვთ ზოგიერთებს. მოუსმინეთ მათ მაინც ვისაც ჩვენზე მეტი ესმით ფეხბურთში. რა სისულელეა არ მოგწონდა მესი ან რონალდო? მაგრად გაგვიმართლა ყველას რომ მათ ხანაში ვცხოვრობთ და სიამოვნებას ვიღებდით, მარა დრომ თავისი გააკეთა და თავს ზემოთ ძალა არაა. როცა მესის ვინმე აკრიტიკებს მესომანები რონალდოზე გადადიან რატომღაც. დღეს მესი უფო საკრიტიკო იყო ვიდრე რონალდო, ესა სიმართლე.
G.LA
26 ნოემბერი 2021 12:23
2
საკმარისია მესის ერთი თამაში არ გამოუვიდეს და იწყებთ: ეპოქა მთავრდება, თავს ზევით ძალა არ არი, ასაკები და ასე შემდეგ. ვიცით ბატონო, რომ ადრე თუ გვიან ყველა დაამთავრებს საფეხბურთო კარიერას, მაგრამ ერთი გავიწყდებათ, ლეგენდების ეპოქა დამთავრდება, მაშინ როცა ფეხბურთელი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. შემდეგ, ნანტთან მაგრად ითამაშა ლეომ და რაღაც არ სჩანდით ჩასაფრებულთა ბრბო? გაყუჩებულები იყავით? აი ეს ხართ ლეოს მოძულე ფანატები, თქვენი ნამდვილი სახე იმწუთასვე გამოჩნდება. როცა ლეოს კრიტიკას იწყებთ. საკრიტიკებელი იცით რამდენი გყავთ? წადით და როცა თქვენი "კერპი" მინდორზე, სეირნობას დაიწყებს, რაც ხშირად "ხდება" მაგისთვისაც მოიცალეთ. მესის კი შეეშვით, თქვენნაირების სახსენებელი, ნამდვილად არ არის.
g.las-s
26 ნოემბერი 2021 13:00
0
სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა, დიდი ეპოქა მთავრდება, მესის და რონალდოს, ან პირიქით, რონალდოს და მესის ეპოქა. ფეხბურთი წინ მიდის, დღეს თუ მოედნის ათივე მოთამაშე სრულად არ იხარჯება დაცვაშიც და შეტევაშიც, იმ გუნდს ძალიან ცოტა შანსი აქვს. დააკვირდით ლივერპულის სალაჰს და მანეს, რამდენი ჩაჭრა და ართმევა აქვთ თამაშში.
ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, მესის და რონალდოს ამბიციები, გასახდელში თუ მოედანზე, უკვე ჩამორჩება მათ ფეხბურთს, დააკვირდით რონალდოს, გუნდშიც და ნაკრებშიც, ჯიუტად ურტყამს ყველა ჯარიმას, ბოლოს როდის გაიტანა ჯარიმიდან, თვითონაც არ ახსოვს, ალბათ. მესი უბრალოდ აღარ დარბის......
მომავალ წელს ამდენსაც ვეღარ გაქაჩავენ, ასაკი მატულობს და ფეხბურთიც ვითარდება, ის აღარაა, რაც თუნდაც 10 წლის წინათ
zaz197
25 ნოემბერი 2021 23:30
1
ჩვენი ძმა! კოპა ამერიკაზე მესი კი არ დადიოდა, არამედ დაფრინავდა! მშვენიერ ფორმაში იყო, მაგრამ ამ დეგენერატმა ლაპორტამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ხოდა ამის შემდეგ, მესიმაც დაკარგა მაგრად ხალისი,სტიმული თამაშის მიმართ. ვერც გაამტყუნებ, ისეთი რამე აკადრეს, აგერ მე დღემდე ვერ ვინელებ იმ საშინელ დღეს, როცა მესიმ იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვა ბარსა. თქვენ როგორ გგონიათ ეს თავისებურად დაღს არ დაასმევდა? მითუმეტეს მესი ხასიათის ფეხბურთელია. მერე რას ჩააცივდით და ჩაციკლულები ხართ ამ ასაკებზე? ლევანდოვსკი და ბენზემა, რა პატარა ასაკის არიან, თითქმის ლეოს ასაკის არიან, რა ვერ თამაშობენ? ისე ჩვენში დარჩეს და მე პირადად მენანება მესი, უმადურებისთვის... მიატოვოს პესეჟეც, ყველას დაუქნიოს ხელი დაროგორც იტყვიან, სულ კარგადთ მეყოლეთ!!!!!!!!! თუ გადაყვა ბარსას, რა დაუფასეს? ნამეტანი გადაყოლა, არაფერზე და არავისზზე არ ღირს.
zaz197-s
26 ნოემბერი 2021 00:01
1
აბა აყაყანდით, ჩასაფრებულებო! სადაც ურტყამთ, მე პირადად, ერთი რიგითი გულსემატკივარი კარგადაც ვხვდები. მანჩესტერში, ერთი პიროვნებაც კარგად მაგრად დასეირნობდა და სულ არ ეტყობოდა თუ მინდორზე საერთოდ იყო, მაგაზე კრინტს არ ძრავთ, მაგრამ რახან მესია და არ გევასებათ (ამ ჩემს ფეხებს, თქვენ თუ არ გევასებათ) არ ვიცი შურით მოგდით, თუ რისი ბრალია, მარათონი გაქვთ გამართული, თუ ვინ უფრო მეტად გააკრიტიკებთ. მოდით რა? სუყველამ შეაყოლეთ...
მესის ფანი.
25 ნოემბერი 2021 22:32
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული