პსჟ-ის სამი "მგზავრი" და იმედგაცრუება - მესი, ნეიმარი და მბაპე გააკრიტიკეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში პსჟ სტუმრად 1:2 დამარცხდა "მანჩესტერ სიტისთან", ნამატჩევს კი პარიზული გუნდის ვარსკვლავები ლეო მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე გააკრიტიკეს. "ეკიპმა" ამ სამეულს ყველაზე დაბალი შეფასებები დაუწერა: მესის 4, ხოლო ნეიმარსა და მბაპეს 5-5.

ტიერი ანრი (საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ, თუ თავს შვიდი ფეხბურთელით დაიცავ. ეს შეუძლებელია. ჩემთვის სულერთია ვინ ხართ თქვენ. განაპირა მცველები მარტონი არიან, ამიტომ მოედანზე პრაქტიკულად სამი ერთზე მიდის ან სამი ორზე.

საფრანგეთში გუნდებს პსჟ-ის დაცვის გარღვევა არ შეუძლიათ,
ხოლო "მანჩესტერ სიტიმ" შეძლო. პოჩეტინიოს ხანდახან გუნდის მართვა არ ძალუძს".

ჯეიმი კარაგერი (ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი): "პსჟ პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა. მოულოდნელია იმის ყურება, როდესაც ევროპაში საუკეთესოობაზე პრეტენზიის მქონე გუნდს გატანა არ შეუძლია.

მე უბრალოდ არ მჯერა, რომ გუნდებს ფეხბურთელების თრევა შეუძლიათ. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოგება ოთხ გუნდს შეუძლია - "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულს", "ჩელსის" და "ბაიერნს". ამ გუნდებში "მგზავრები" არ არიან.  პსჟ-ს კი სამი "მგზავრი" ჰყავს და ტურნირის მოგების აბსოლუტურად არანაირი შანსი არ აქვს.

გული მწყდება, როდესაც მსგავს რამეს ვუყურებ, განსაკუთრებით მბაპეს გამო. თითქმის შემიძლია მესის გავუგო, რომელიც რაც არ უნდა იყოს 34 წლისაა, გარკვეულ მომენტებში შეუძლია თავს მოდუნების უფლება მისცეს. თუმცა, არ მგონია პსჟ-ს მისი თრევის უნარი გააჩნდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ "ბარსელონას" კარგა ხანია არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა.

მბაპე მხოლოდ 22 წლისაა! უკან უნდა ეფრინა, რათა პარტნიორებს "სიტისთან" დახმარებოდა. ის კი მოედანზე დადიოდა".

ასევე დაგაინტერესებთ