მესიმ წვეულებაზე იკარდი და ნარა არ დაპატიჟა

AutoSharing Option
მეშვიდედ "ოქროს ბურთის" მოპოვებასთან დაკავშირებით პსჟ-ის თავდამსხმელმა ლეო მესიმ წვეულება მოაწყო და თანაგუნდელები ოჯახებით დაპატიჟა, გარდა მაურო იკარდისა.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, პარიზში წვეულებაზე არც იკარდი იყო და არც მისი მეუღლე ვანდა ნარა, რომლებიც ახლახან შერიგდნენ.

გამოცემის მტკიცებით, მესის სკანდალური წყვილის დაპატიჟება უნდოდა, მაგრამ გუნდის ორი არგენტინელი ფეხბურთელი - ანხელ დი მარია და ლეანდრო პარედესი წინააღმდეგი წავიდნენ. მიზეზი ისაა, რომ პარედესს ადრე ვანდასთან კონფლიქტი მოუვიდა და ლეომ სიტუაციის დაძაბვისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, ვანდა მაქსი ლოპესის მეუღლე იყო, შემდეგ იკარდის გაჰყვა
ცოლად და ადრე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის გამო, თანამემამულე ფეხბურთელები იკარდისთან ცუდ ურთიერთობაში არიან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი, უფალმა დაგლოცოთ!
ნაზი დეიდა
04 დეკემბერი 2021 17:17
1
ნაზიკო! რა ლამაზი ბიჭი ყოფილხარ?
ფხიიიი
04 დეკემბერი 2021 19:40
0
გმადლობთ ნაზი დეიდა, ვიცოდით, რომ გაგეხარდებოდათ. თქვენი იმედი არ მოგვიშალოს, უფალმა!
თქვენი, მაურიო იკარდი და ვანდა!.
04 დეკემბერი 2021 19:31
0
მესიიიი, გენაცვალეეეე, შენნაირი მაგარი ფეხბურთელი არ მინახია და ვერც ვნახავ კარგახანი! სულ ჩეჩქვივითაც, რომ წამოვიდნენ "ზე კლასის ფეხბურთელები".
ფანი.
04 დეკემბერი 2021 12:02
4
100000%
ლუკა
04 დეკემბერი 2021 14:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული