მესი კოვიდზე უარყოფითი პასუხის მოლოდინშია

AutoSharing Option
RMC Sport-ის ჟურნალისტი ლოიკ ტანზი თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ პსჟ-ის თავდამსხმელი ლეო მესი არგენტინაში კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის მოლოდინშია.

მესი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მისმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რაც საეჭვოდ მიაჩნია და იმედი აქვს, რომ კორონავირუსი აღარ დაუდასტურდება.

სასურველი პასუხის მიღების შემთხვევაში, ლეო პარიზში გაფრინდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი პსჟ-ის კიდევ სამ ფეხბურთელს დაუდასტურდა - ხუან ბერნატს, სერხიო რიკოს და ნატან ბიტუმაზალს და სამივე თვითიზოლაციაში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ