პსჟ-ში ზიდანის მწვრთნელად დანიშვნა მბაპეს გამო გადაწყვეტილია

AutoSharing Option
პსჟ-ის ყატარელ მფლობელებს უნდათ, რომ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნონ, რათა მან გუნდში თავდამსხმელი კილიან მბაპე დატოვოს.

23 წლის მბაპეს "რეალში" გადასვლა უნდა, მაგრამ პსჟ ცდილობს, მას მიღებული გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, - იტყობინება Sports.fr-ის ჟურნალისტი აბდელა ბულმა.

ბულმა ირწმუნება, რომ ზიდანის "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელად დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია, მბაპეს კი კონტრაქტის 2024 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას სთავაზობენ.

ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის 19 მატჩში მბაპემ 10 გოლი (2 პენალტით) გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.


ასევე დაგაინტერესებთ