მესიმ და მბაპემ ვერ უშველეს - პსჟ საფრანგეთის თასს პენალტებში დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფრანგული ფეხბურთის გრანდი პსჟ საკუთარი ქვეყნის თასს მერვედფინალში დაემშვიდობა - უგოლო ფრის შემდეგ, "ნიცასთან" პენალტების სერიაში (5:6) დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ლიგა 1-ში 2021 წლის 2 დეკემბერსაც ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ, თუმცა მაშინ მეკარეების მშვენიერი თამაში ვნახეთ. ახლა ასე არ ყოფილა - შეხვედრა ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა.

პარიზელთა მხრიდან საწყისი 2 თერთმეტმეტრიანი მესიმ და მბაპემ ზუსტად შეასრულეს, ამის შემდეგ კი პარედესმა ვერ გაიტანა. გადამწყვეტი მომენტი 18 წლის ხავი სიმონსის დარტყმა იყო - მას პოლონელმა მეკარე ბულკამ აჯობა.

"ნიცა" ნახევარფინალში გასასვლელად "მარსელს"
დაუპირისპირდება, მესისა და მის თანაგუნდელებს კი მთელი ყურადღების გადატანა საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევთ.

altმესიზე ცუდი შედეგი მხოლოდ კანსელოს აქვს... არგენტინელის საშინელი სტატისტიკა

altრამოსმა გაიტანა, მესი მოედანს დაუბრუნდა, პსჟ-მა დიდი სხვაობით იმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული