მესის დუბლი - არგენტინელმა გაილაღა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, არგენინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გაიბრწყინა და "მონპელიეს" დუბლი შეუსრულა, პსჟ-მა კი სტუმრად 4:0 გაიმარჯვა.

ფრანგული კლუბის მაისურით ლეოს გოლების მონაგარი 6 გახდა. აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ში მესის 13 შედეგიანი პასი აქვს, რაც წინა წლების მსგავსად, ბრწყინვალე მაჩვენებელია.

"მონპელიეს" კიდევ ერთმა არგენტინელმა, ანხელ დი მარიამ გაუტანა, შეხვედრას საბოლოო წერტილი კი კილიან მბაპეს თერთმეტმეტრიანმა დაუსვა, რომელმაც თავის მხვრივ, მესის ორივე გოლში ასისტენტობა გაუწია.

დიდი ხნით ადრე გაჩემპიონებული პსჟ ჩემპიონატს "მეცის" მასპინძლობით დაასრულებს, "მონპელიე" კი "ანჟერს" ესტუმრება.

alt

"პარი სენ ჟერმენმა" მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]

altმბაპე-ნეიმარი-მესი - ჰეთ-თრიკების შოუ [VIDEO

მკითხველის კომენტარები / 8 /
ასე გაღიზიანდით რეალის წარმატებით ხო? თქვენს გუნდს მიხედეთ რო რეალის დონე გახდეს, ნუ იბოღმებით :):):)
ზურა
31 მაისი 2022 18:29
0
მესის წასვლის მერე გამიჭირდება საკლუბო ფეხბურთის ყურება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია . ეს ჩემი მოსაზრებაა, რა თქმა უნდა
მერაბი
16 მაისი 2022 06:49
1
ხომ არიან მაგარი ფეხბურთელები მაგ: როლანდო, ლევანდოვსკი, ნეიმარი, მოდი კილიანსაც ნუ დავუკარგავთ ნიჭსს, მაგრამ ლეო მესის თამაშს მაინც სხვა ხიბლი აქვს, რომელიც სულ მოგწონს და გახსოვს.
ვაჟა
16 მაისი 2022 11:46
0
მერაბ ძმაო, მართალი ხარ. სიმართლე გითხრა პსჟეს, მესის გამო ვუყურებ, ერთადერთი ფეხბურთელია ვინც გამორჩეულად მიყვარს და ასეთ ფეხბურთელს, რომ გაწირავ ფულების გამო, საერთოდ რაზეა ლაპარაკი.
merabis
16 მაისი 2022 10:22
0
მართლაც მესური გოლები გაიტანა.
უშანგი
15 მაისი 2022 20:29
2
მე როგორც სტაჟიანი ლეოს გულშემატკივარი, გამიხარდა ლეოს გოლები, განსაკუთრებით მეორე ეფექტური გოლი. ნეიმარი რატო არ იყო, ხომ არ იცით?
ლაშა
15 მაისი 2022 11:50
2
კილიანს, რომ დაეთმო პენალტი, ლეოს 3-გოლი ექნებოდა.
თემო
15 მაისი 2022 11:25
2
იღორა და მაგიტომ.:დდდ
თემოს
15 მაისი 2022 21:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული