AS: მესი 2023 წელს ამ გუნდის წილს შეიძენს და კარიერასაც იქ გააგრძელებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იუწყება, რომ 2023 წელს ლიონელ მესი MLS-ში გადაბარგდება და კარიერას "ინტერ მაიამიში" განაგრძობს.

ამას გარდა, იწერება იმის შესახებაც, რომ ლეგენდარული არგენტინელი ამ კლუბის 35%-იან წილსაც შეიძენს.

მესის პსჟ-სთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 11 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ასევე დაგაინტერესებთ