მეგაშეთავაზება კილიან მბაპეს - სპორტული პროექტის ახალი მფლობელი?

AutoSharing Option
23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს, კილიან მბაპეს,  ნასერ ალ ხელაიფი სპორტული პროექტის დირექტორობას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა elchiringuitotv იტყობინება.

წყაროს ცნობით, მას ექნება უფლება: შეცვალოს მწვრთნელი, გადაწყვიტოს, რომელი ფეხბურთელები დაიმატოს გუნდმა. რაც შეეხება მის ანაზღაურებას, იგი ყოველთვიურად 4 მილიონ ევროს მიიღებს.

ფრანგი ფეხბურთელის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ ამ სეზონში ჯამში 45 მატჩში 36 გოლის გატანა მოახერხა.


ასევე დაგაინტერესებთ