თავდამსხმელმა კილიან მბაპემ "რეალში" გადასვლა არ ისურვა, პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, ბონუსის სახით 300 მილიონ ევროს მიიღებს და სეზონში 93 მილიონს გამოიმუშავებს. ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ცნობისათვის, მესის სეზონური გასამრჯელო 35 მილიონია, ხოლო ნეიმარის 30 მილიონი. ეს სამეული მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადია.
ერთი სიტყვით, მბაპემ ჩემპიონთა ლიგისა და "ოქროს ბურთის" მოგებას ფული არჩია, ძალიან დიდი ფული. პსჟ-ში ამ ტიტულებს, ალბათ, ვერ მოიგებს და პრაგმატული არჩევანი გააკეთა.
ვგმობთ მის საქციელს? ერთი წუთით ოცნებას მივეცეთ დ თავი მის
სიტუაციაში წარმოვიდგინოთ - 600 მილიონზე უარს ვიტყოდით?
"მარკა" იტყობინება, რომ როდესაც "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ კილიანთან თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა, პარიზული გუნდის გულშემატკივრებმა სკანდირება დაიწყეს: "Puta Madrid". ალ-ჰელაიფი და მბაპე გაჩუმდნენ და ღიმილით მათ გაჩერებას ელოდნენ.