პსჟ-ის ფანები სკანდირებდნენ: "Puta Madrid" - თქვენ ზრახავთ მბაპეს?

AutoSharing Option
თავდამსხმელმა კილიან მბაპემ "რეალში" გადასვლა არ ისურვა, პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, ბონუსის სახით 300 მილიონ ევროს მიიღებს და სეზონში 93 მილიონს გამოიმუშავებს. ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ცნობისათვის, მესის სეზონური გასამრჯელო 35 მილიონია, ხოლო ნეიმარის 30 მილიონი. ეს სამეული მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადია.

ერთი სიტყვით, მბაპემ ჩემპიონთა ლიგისა და "ოქროს ბურთის" მოგებას ფული არჩია, ძალიან დიდი ფული. პსჟ-ში ამ ტიტულებს, ალბათ, ვერ მოიგებს და პრაგმატული არჩევანი გააკეთა.

ვგმობთ მის საქციელს? ერთი წუთით ოცნებას მივეცეთ დ თავი მის
სიტუაციაში წარმოვიდგინოთ - 600 მილიონზე უარს ვიტყოდით?

"მარკა" იტყობინება, რომ როდესაც "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ კილიანთან თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა, პარიზული გუნდის გულშემატკივრებმა სკანდირება დაიწყეს: "Puta Madrid". ალ-ჰელაიფი და მბაპე გაჩუმდნენ და ღიმილით მათ გაჩერებას ელოდნენ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
რეალის ფანი ვარ და გამიხარდებოდა რომ მოსულიყო ,იმიტომ რომ დღეს დღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა. მაგრამ ეგ რადიკალური რეაქციები და უბედურებაა. ან ფულის გამო დარჩაი რომ იძახით, რეალში ფულს არ გადაუხდიდნენ? ალბათ მშბლიური გარემო არ დატოვა, იქ არის კომფორტულად, თავის ენაზე საუბრობს და ამდენი ხანი შეჩვეულია. უბრალოდ კომფორტის ზონიდან არ გამოვიდა ტიპი. ფული არც აქამდე აკლდა და არც მადრიდში დააკლდებოდა.
თან ისეთი პრივლეგირებული გახადეს.
ამ რეალმა კიდე რით ვერ ისწავლა, ყველა ვინც გამოჩნდება თავისთვის რომ უნდა.
ასე იყო 2014 ში გამოჩნდა ხამესი, გამოანათა მუნდიალზე და ეგრევე 80 მილიონად იყიდა რეალმა, მერე სკაზე დასვა და საუკეთესო წლები დააკარგინა.
იქნებ სხვა გუნდში სულ სხვა ვარსკვლავი დამდგარიყო.
შესაძლოა ამის შიშიც ჰქონდა მბაპეს, რომ ვერ გაქაჩავდა რეალში.
მოკლედ ბევრი მიზეზია ძალიან და ყველგან ფული რატომ ელანდება ამ ხალხს.
მბაპეს ინსტაგრამზე შევედი და კომენტარები გავსებულია სულ ფულის მონას ეძახიან.
ალბათ ყველა ისე ფიქრობს სხვაზე, როგორიც თვითონაა :))
Skeleton
11:09 24-05-2022
2
კარგით რა მართლა. რას გადაეკიდეთ ამ მბაპეს. დარჩა გუნდში რომელშიც გამოჩნდა როგორც სუპერფორვარდი და ქვეყანაში სადაც დაიბადა. ფულის გულისთვის ან პრივილეგიების გამო რომლებიც მიიღო ეგეც საკითხავია. ხოდა რეალის ძირითადი 11ეულის რამდენი ფეხბურთელია რეალის აღზრდილი ეგეც შემახსენეთ.
დან
09:57 24-05-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული