ფაქტობრივად, მბაპე პსჟ-ის თანამმართველი გახდა და "რეალის" ქომაგებს მიმართა

AutoSharing Option
თავდამსხმელი კილიან მბაპე პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ზღაპრულ ხელფასს მიიღებს და მის აზრს მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის დანიშვნისას და ფეხბურთელთა დამატებისას გაითვალისწინებენ.

"ბილდის" ცნობით, მბაპემ ორელენ ჩუამენის (მონაკო) და უსმან დემბელეს (ბარსელონა) გადაბირება მოითხოვა და პარიზული კლუბი მათ წარმომადგენლებთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას.

კილიანმა აგრეთვე "რეალის" გულშემატკივრებს მიმართა, რომლებიც მის მათ გუნდში გადასვლას ელოდნენ.

"მადრიდული გუნდების ფანების მადლიერი ვარ. ამ კლუბის მაისური არასოდეს ჩამიცვამს - მხოლოდ 14 წლის ასაკში ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ისინი ყოველთვის ისე მიღებდნენ, როგორც თავისიანს. ასეთი დამოკიდებულების
გამო მადლობელი ვარ.

მესმის "რეალის" გულშემატკივრების იმედგაცრუება, თუმცა, იმედია, გამიგებენ - ჩემს ქვეყანაში დარჩენა გადავწყვიტე. ფრანგი ვარ და ისევ მინდა ამ კლუბს, ჩემპიონატსა და ქვეყანას მწვერვალების დაპყრობაში დავეხმარო", - ციტირებს მბაპეს MadeinFoot-ი.

მბაპემ კომენტარი "პარიზიენთანაც" გააკეთა: "არავის არაფერზე შევთანხმებივარ. მუდამ ასე ვიქცეოდი. ჩვენ კონტრაქტის ვარიანტები განვიხილეთ. "რეალისთვის" არ მითქვამს "არა". მე საფრანგეთსა და პსჟ-ს ვუთხარი "დიახ". მე ჩემი ქვეყნის ძახილი გავიგონე. აი, ასე უბრალოდ წასვლა ძალიან ადრე იყო".

მკითხველის კომენტარები / 22 /
"რეალისთვის" არ მითქვამს "არა". მე საფრანგეთსა და პსჟ-ს ვუთხარი "დიახ". მე ჩემი ქვეყნის ძახილი გავიგონე. აი ასე უბრალოდ წასვლა ძალიან ადრე იყო". შენი ქვეყნის ძახილი გაიგონე თუ უფრო შეიხის მილიარდების სურნელი იგრძენი? :)
მეზღვაური
22:24 23-05-2022
2
ვეღარც ვერასდროს ჩაიცვამ რეალის მაისურს, შე ფულის ხამო შენ. პერესი ის კაცი არაა შენნაირმა ღლაპმა გადააგდოს და მერე ისევ შენს ტრანსფერზე იჩალიჩოს. იყავი ფერმერთა ლიგაში და მოიგე ყოველ წელს ფერმერთა ლიგა, აბა მანდ სხვა არაფერი გესაქმება. ადამიანს კიდე ცოტა თავმოყვარეობა აქვს, მაგ გუნდში ფეხს არ დაადგამს. გუნში სადაც მბაპეს დაკრულზე უნდა იცეკვო და ის გიწყვეტდეს მომავალს. რონალდოს და მესის არ ჰქონია მაგხელა პრივილეგია კლუბში რომ მწვრთნელის შეცვლა ან დანიშვნა მოეთხოვათ, ან თუნდაც ფეხბურთელის ყიდვის და გაყიდვის და არც მოითხოვდნენ მაგ პრივიკეგიას და მბაპე ვინ ჩემი შაშაკოკაა, გუშინ გამომცხვარი წვინტლიანი ღლაპი, რომელსაც უკვე თავში აუვარდა ფაქტია და შეიხებიც ყველაფერს უსრულებენ. გუდბაი კილიან, მაგ გადაწყვეტილებით მორჩა შენი ოქროს ბურთზე და ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი, იჯექი და ითვალე მილიონები, სად დედაშენს უნდა გათხარო ამდენი ფული, შენი მადა მოვტყან მე. სირთავა ფულის მონა. რაო ახალი ერაა იწყებაო პსჟ ში, მომწონსო ეს პროექტიო
მურთო
23:59 23-05-2022
10

სიახლეები პოპულარული