მბაპე გაყოყოჩდა და პსჟ-დან "არგენტინის რესპუბლიკისა" და ნეიმარის გაშვებას ითხოვს

AutoSharing Option
UOL Esporte იტყობინება, რომ თავდამსხმელი კილიან მბაპე გუნდში არგენტინელების გავლენით უკმაყოფილოა.

გამოცემის მტკიცებით, 23 წლის მბაპე კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა და თანაგუნდელები თვლიან, რომ განებივრებული და აუტანელია. მან კლუბის პრეზიდენტ ნასერ ელ ჰელაიფის გუნდიდან "არგენტინის რესპუბლიკის" გაგდება მოსთხოვა.

"რესპუბლიკაში" ლეო მესი, ანხელ დი მარია, მაურო იკარდი და ლეანდრო პარედესი შედიოდნენ, აგრეთვე მათი მეგობრები ანდერ ერერა, კეილორ ნავასი და ნეიმარი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპემ ნეიმარის გაყიდვა მოითხოვა, თუმცა "პარი სენ ჟერმენის" დირექტორ ლუიშ კამპუშთან შეხვედრის შემდეგ ინციდენტი ამოიწურა.

მბაპემ
ასევე თქვა, რომ სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაბალი კონკურენციაა, რამაც "მირორის" ცნობით, მესი და ნეიმარი გააღიზიანა და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა.

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ მბაპეს უპასუხა, რომ მათ მეტოქედ აზერბაიჯანი არ ჰყავთ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს პსჟ ბევრს მიაღწევს, თავიდანვე ეტყობოდა
დინამოელი
21 აგვისტო 2022 12:43
0
აზერები რატო დაგვიჩაგრეს :დდდ
ABCABC
20 აგვისტო 2022 23:02
0
კილიან მბაპეს, გაეროს მდივნად ირჩევენო, მართალია?
ბიჭი აღარ უმრობს, აი?
20 აგვისტო 2022 18:54
1
ეიფელის კოშკის დამლაგებლობა, უფრო მოუხდებოდა ტიპშას!
zura
20 აგვისტო 2022 23:05
0
მე გავიგე, საფრანგეთის საგარეო მინისტრადო.
Salo.
20 აგვისტო 2022 20:08
2
ამ მბაპეს მაგრად აუვარდა თავში! ამ სულელას, იმხელა უფლებები გადასცეს, რომ მე მგონი საფრანგეთის პრეზიდენტიც გონია თავი. ვაი შენს პატრონს!
ეი სიუუუ კილიან,,,
20 აგვისტო 2022 15:12
0
ამას კოჭებსი ეტყობოდა რაც იქნებოდა ვერასდროს ვერ გახდებს ეს ტოპ ვარსკვლავი.
არა რუსეთს
20 აგვისტო 2022 11:50
1
ქართული მულტიკია ასეთი: ყურშა გაყოყოჩდა.
bmb
20 აგვისტო 2022 11:37
0
უწერიათ ჩამონათვალში დი მარიაზე შედიოდნენო, ანუ წარსულ დროში
შალიკო
20 აგვისტო 2022 03:09
0
ტიტეს მოხვდა აზერბეიჯანული . . . მუშტი. რას ერჩის ჩვენს ძმებს?
პლეხანოვზე გაზრდილი
20 აგვისტო 2022 01:21
24
რათქმაუნდა საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ აზერბაიჯანელებთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო,ყველა ვინც საქართველოში ქართული იცის და ქართულ კულტურას პატივს სცემს.
საქართველო
20 აგვისტო 2022 07:37
1
admin di maria iuveshia ukve
juve
20 აგვისტო 2022 01:19
0
ბოლოს მბაპე და ძმაკაცები დარჩებიან და ბურთს გააგორებე თავისთვის ლიგა 1ში
Nick
20 აგვისტო 2022 01:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული