საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორია გადაიწერა, ბენ იედერი კი დაფრინავს - ლიგა 1-ის ამბები

AutoSharing Option
შაბათ-კვირას საფრანგეთის ლიგაში 1-ში მე-9 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც რეკორდებიც დაფიქსირდა და ანტირეკორდებიც.

მაგალითად, საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საწყისი 9 ტურის შემდეგ 3 გუნდი დაუმარცხებელია, ასეთები კი პსჟ, "მარსელი" და "ლანსი" არიან.

სწორედ "ლანსის" წყალობით დააფიქსირა "ლიონმა" მე-20 საუკუნის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი. "ოლიმპიკმა" ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო, რაც 1991 წლის შემდეგ "ლიონისთვის" ყველაზე ცუდი შედეგია. მაშინ კლუბს რაიმონ დომენეკი ავარჯიშებდა.

სამაგიეროდ, მე-9 ტურის შემდეგ შესანიშნავ ხასიათზე იქნება "მონაკოს" ფორვარდი ვესამ ბენ იედერი, რომელმაც "ნანტთან" (4:1) მოგებულ შეხვედრაში
ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ეს ლიგა 1-ში ფრანგი თავდამსხმელისთვის უკვე მე-5 ჰეთ-თრიქია. ის ამ ნიშნულით მხოლოდ კილიან მბაპესა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩამორჩება, რომლებმაც მეტოქეთა კარის აღება 3-ჯერ ერთ შეხვედრაში 7-ჯერ მოახერხეს.