მესი პსჟ-სთან კონტრაქტის გასაგრძელებლად მზადაა

AutoSharing Option
ლეო მესი მზადაა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, - იტყობინება "პარიზიენი".

არგენტინელი პარიზულ კლუბში თავს კარგად გრძნობს და მწვრთნელ კრისტოფ გალტიესთან მუშაობით კმაყოფილია. "პარი სენ ჟერმენი" მესის თანამშრომლობის გაგრძელების წინადადებით მალე მიმართავს.

მესის პსჟ-სთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი საფრანგეთის ლიგა 1-ის 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ