ლაპორტამ "ბარსელონაში" მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გუნდში ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი:

"ის ყოველთვის "ბარსელონას" ისტორიასა და ჩვენს ფიქრებში იქნება, მაგრამ არ ვაპირებ ახლა ამ ამბავზე კომენტარი გავაკეთო, რადგან მას პსჟ-სთან კონტრაქტი აკავშირებს.

მას კლუბთან შრომითი ხელშეკრულება აქვს, ამიტომ კლუბსაც და ფეხბურთელსაც პატივს ვცემ", - თქვა ლაპორტამ.