"რონალდო არის ნამდვილი ლეგენდა და ვარსკვლავი. მე მისით აღფრთოვანებული ვარ და მიყვარს, როგორც ფეხბურთელი და პროფესიონალი.
საოცარი მოთამაშეა, 37 წლისაა და ჯერ კიდევ შესანიშნავად გამოიყურება. ყველა კლუბს სურს მისი შეძენა, ჩვენს შემთხვევაში კი პრობლემა ისაა, რომ კრიშტიანოს პოზიციაზე ბევრი მოთამაშე გვყავს, რაც ტრანსფერს შეუძლებელს ხდის", - ამბობს ხელაიფი Sky Sports-თან საუბარში.
რონალდო მაროკოსთან შეხვედრასაც სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს