დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში კიდევ სამი წელი იმუშავებს

AutoSharing Option
მწვრთნელი დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს, - იტყობინება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის საიტი.

დეშამს კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გაუგრძელეს.

ის საფრანგეთის ნაკრებს 2012 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, აგრეთვე მსოფლიოსა და ევროპის პირველობების ფინალში გავიდა.

ამ პერიოდში ნაკრებმა ჩატარებული 139 მატჩიდან 89 მოიგო, 28 ფრედ დაასრულა და 22 წააგო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაით რა ნუთუ საფრანგეთის ფანებს ამის სტილი და თამაშის მანერა მოსწონს, ვისაც პლატინის საფრანგეთი, 1982-86, ან ზიდანის საფრანგეთი 1996-2002 უნახავს, ნუთუ ეს ბურთი გადაუგდე მბაპეს და იგი თოხარიკი ცხენივით გაიქცევა და რამეს იზამს და ის მოგწონთ ღმერთმა მოგახმაროთ. მე მგონი ზიდანის დანიშვნა უკეთესი იქნებოდა.
ეეე
07 იანვარი 2023 23:44
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული