დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში კიდევ სამი წელი იმუშავებს

AutoSharing Option
მწვრთნელი დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს, - იტყობინება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის საიტი.

დეშამს კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გაუგრძელეს.

ის საფრანგეთის ნაკრებს 2012 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, აგრეთვე მსოფლიოსა და ევროპის პირველობების ფინალში გავიდა.

ამ პერიოდში ნაკრებმა ჩატარებული 139 მატჩიდან 89 მოიგო, 28 ფრედ დაასრულა და 22 წააგო.

ასევე დაგაინტერესებთ