"მარსელმა" მალინოვსკი იჯარის წესით აიყვანა

AutoSharing Option
29 წლის უკრაინელი ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი "ატალანტადან" "მარსელში" გადავიდა, - ამის შესახებ ფრანგული კლუბი იტყობინება.

"მარსელმა" მალინოვსკი იჯარით აიყვანა და შემდეგ მისი კონტრაქტის 13 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

მალინოვსკი "ატალანტამ" "გენკისგან" 2019 წელს 14 მილიონ ევროდ შეიძინა და ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. მან ამ სეზონში სერია A-ს 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული