მესიმ პსჟ-ის დატოვება გადაწყვიტა - სად გააგრძელებს კარიერას არგენტინელი ვარსკვლავი?

AutoSharing Option
ფრანგული პრესის ინფორმაციით, ლიონელ მესი პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და მიმდინარე სეზონის ბოლოს "პარკ დე ფრანსს" დატოვებს.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ არგენტინელი პარიზში კიდევ 1 წლით დარჩებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ლეომ გადაწყვეტილება შეცვალა.

თუ მოვლენები მართლაც ამ სცენარით განვითარდა, სავარაუდოდ, მესი MLS-ში გადაბარგდება და მაიამის "ინტერში" ჩაირიცხება.