"პარი სენ ჟერმენი" "რენთან" დამარცხდა

AutoSharing Option
19 მარტს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში, გათამაშების ლიდერი პსჟ "რენს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

45-ე წუთზე შეხვედრაში ანგარიში კარლ ტოკო ეკამბიმ გახსნა, მეორე ტაიმის სტარტიდან 3 წუთში კი არნოლდ კალიმენდუმ სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა.

"პარი სენ ჟერმენმა" არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ამრიგად, 28 ტურის შემდეგ პსჟ 66 ქულით ლიგა 1-ში პირველ პოზიციაზე იმყოფება და 2 აპრილს "ლიონს" დაუპირისპირდება, ხოლო "რენი" 50 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, 1-ელ აპრილს კი "ლენსს" უმასპინძლებს.