პსჟ სერხიო რამოსს ახალი კონტრაქტის გაფორმებას შესთავაზებს

AutoSharing Option
პსჟ სერხიო რამოსთან ახალი პირობებით კონტრაქტის გაგრძელებითაა დაინტერესებული.

"მარკას" ცნობით, პსჟ 36 წლის სერხიო რამოსის თამაშით კმაყოფილია და მზადაა ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს. თუმცა ფინანსური ფეირ-პლეისა და ლეო მესისთან ახალი კონტრაქტის დადების გამო რამოსს იმაზე ნაკლებ გასამრჯელოს შესთავაზებენ, ვიდრე ახლა აქვს.

უახლოეს ხანში მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებას განიხილავენ და თავად სერხიოს გუნდში დარჩენის სურვილი აქვს.

მან ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის 24 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.