პსჟ-ს კიმ მინ ჯეს 53 მილიონად შეძენა შეეძლება

AutoSharing Option
პსჟ "ნაპოლის" ცენტრალური მცველით, კიმ მინ ჯეთია დაინტერესებული, - იტყობინება Foot Mercato.

გამოცემის მტკიცებით, პარიზულ კლუბს კორეელის 1-დან 15 ივლისამდე 52-53 მილიონ ევროდ შეძენა შეეძლება, რადგან "ნაპოლისთან" კონტრაქტში ასეთი პუნქტია შეტანილი.

კიმ მინ ჯე "ნაპოლიმ" 2022 წლის ზაფხულში "ფენერბაჰჩესგან" 20 მილიონ ევროდ შეიძინა. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ში 26 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ