კილიან მბაპემ მადრიდის "რეალში" გადასვლა გადაწყვიტა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა კილიან მბაპემ მადრიდის "რეალში" გადასვლა გადაწყვიტა.

"As"-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი მზად არის ოცნების ასახდენად და "ბლანკოსში" სათამაშოდ. კილიანს კლუბის ამ ზაფხულშივე დატოვება სურს, თუმცა, მისი ამჟამინდელი კონტრაქტიდან გამომდინარე, პსჟ ამის უფლებას არ მისცემს.

მბაპემ ესპანური გუნდის მესვეურებს საკუთარი სურვილის შესახებ განუცხადა. იგი 2024 წლიდან (ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ) აპირებს "სამეფო გუნდში" გადასვლას. ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება შეუძლია, თუმცა ამას აღარ იზამს.

ფეხბურთელის გარემოცვის ინფორმაციით, 24 წლის შემტევი ირწმუნება, რომ ვერავინ და ვერაფერი შეუცვლის აზრს. მბაპეს
სეზონის ბოლოს ჩანიშნული აქვს შეხვედრა "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობასთან. იგი აპირებს გაუმხილოს საკუთარი სურვილი გუნდის დატოვების შესახებ.

"რეალი" მზად არის გაიფორმოს კილიანი, მაგრამ მხოლოდ უფასოდ, პარიზულ კლუბთან ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე.

მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ

alt"გრიზმანის მიმართ ეს უპატივცემულობაა" - პირესი მბაპეს კაპიტნობაზე

alt"რეალში" გადასასვლელად მბაპეს ბოდიშის მოხდა მოუწევს

altგრიზმანმა შეიძლება მბაპეს გამო სანაკრებო კარიერა დაასრულოს





მკითხველის კომენტარები / 3 /
რა სასაცილო ბიჭი ხარ შენ :)
ზურა
21:35 31-03-2023
1
მბაპე და ბარსა მაგრა ეკაიფებიან რეალს. ბარსამ ბულკად აქცია რეალი და მბაპემ საოცნებო ტრანსფერად.დ.დ.
baba
20:49 31-03-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული