"ალ-ჰილალმა" მესის სეზონურად 400 მილიონი შესთავაზა - ეს რონალდოს ამჟამინდელ ხელფასზე ორჯერ მეტია
AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საუდის არაბეთის ბინადარმა კლუბმა "ალ-ჰილალმა" არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესის ოფიციალური წინადადება გაუკეთა და ხელფასის სახით სეზონურად 400 მილიონი ევრო შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ორჯერ მეტია იმაზე, რასაც ახლა კრიშტიანო რონალდო "ალ ნასრში" გამოიმუშავებს.
არგენტინელის ამჟამინდელი გასამრჯელო თვეში 3,375 მილიონი ევრო გახლავთ. გავრცელებული ინფორმაციით, ლეოს პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა.