შიშველი უკანალებით - ლიგა 1-ში მეტოქისთვის ხელის შეშლა უცნაურად სცადეს

AutoSharing Option
ლიგა 1-ის 31-ე ტურში "ანჟერი" გასვლაზე "კლერმონს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა, გუნდის ფანებმა კი ორიგინალური პერფორმანსი შემოგვთავაზეს. 

სტუმრებმა ორივე გოლი პენალტით გაუშვეს, მეორე 11-მეტრიანის დარტყმამდე უკანალები მოიშიშვლეს და მეტოქის ფორვარდისთვის ხელის შეშლა ასე სცადეს. ამ ხრიკმა არ გაამართა - მუჰამედ სარაჩევიჩმა სტანდარტული მდგომარეობიდან ზუსტად დაარტყა და საკუთარ გუნდს მოაგებინა. 

32-ე ტურის წინ "ანჟერს" 14 ქულა აქვს და საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნის მთავარი კანდიდატია. უდიდესი ალბათობით, გუნდი ლიგაში ადგილს ვერ შეინარჩუნებს, თუმცა სეზონი, ალბათ, ფანების მოქმედებით დაამახსოვრდებათ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაღაც ნაცნობი სურათია, ააა გამახსენდა აქაურმა დაბოლილმა გირჩელებმაც ხო მოიშიშვლეს აქოთებული უკანალები?
ერთი-ერთში.
20:03 17-04-2023
0
თქვენი კაცობა შევარცხვინე რა? ასე იციან არანორმალურებმა და ფსიქიკურად აფრენილებმა.
ფუ....
19:33 17-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული