მოურინიო მზადაა "რომა" დატოვოს და პსჟ-ში გადაბარგდეს

AutoSharing Option
RMC Sport-ის ცნობით, პსჟ ჟოზე მოურინიოს შესაძლო თანამშრომლობის გამო დაუკავშირდა.

გამოცემის მტკიცებით, პარიზული კლუბის სპორტულ საკითხებში მრჩეველი ლუიშ კამპუში მოურინიოს და მის
აგენტ ჟორჟე მენდეშს ესაუბრა და მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

თავად მოურინიოს ესმის, რომ "რომასთვის" ძნელია სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს და მზადაა პსჟ-ში გადავიდეს ან "რეალში" დაბრუნდეს.

60 წლის პორტუგალიელი კამპუშის ძველი ნაცნობი და ფავორიტია, თუმცა ჯერ უცნობია, რომელ კანდიდატურას ანიჭებენ უპირატესობას კლუბის კატარელი მფლობელები, რომლებიც უკანასკნელ ხანს მწვრთნელად ტიაგო მოტას და იულიან ნაგელსმანის დანიშვნას განიხილავდნენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი ფულის სუნი ეცა მამაძაღლს :)
Mr.kostaia
11:17 08-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული