გადაწყდა - მბაპე ამ ზაფხულს პსჟ-იდან არ წავა

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იუწყება, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-2 ტურის მატჩის შემდეგ, სადაც პსჟ გასვლაზე "ტულუზას" დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა, პარიზელთა გუნდის ვარსკვლავი კილიან მბაპე კლუბის პრეზიდენტ ნასერ ელ-ხელაიფს ესაუბრა.

საუბარმა საკმაოდ პოზიტიური შედეგი მოიტანა და გადაწყდა, რომ ფრანგი ფორვარდი ამ ზაფხულს "პარკ დე ფრანსიდან" არ აიბარგებს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, გაახანგრძლივებს თუ არა ის კონტრაქტს. მოგეხსენებათ, მბაპეს პსჟ-სთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
ასევე დაგაინტერესებთ