Daily Mercato: მზადაა სანიოლი, საქართველოს ნაკრები დატოვოს? - ის მშობლიური "სენტ-ეტიენის" მწვრთნელობის კანდიდატანად განიხილება

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეხუთე ტურში „სენტ-ეტიენი“, რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი იცავს, „ნიცასთან“ 0:8 განადგურდა, 3 ქულით მე-16 ადგილზეა და თუ 29 სექტემბერს გასვლაზე „ნანტთან" დამარცხდა, შეიძლება მისი მწვრთნელი ოლივიე დალ'ოლიო გადააყენონ.

Daily Mercato-ს ცნობით, დალ'ოლიოს შემცვლელად სამი კანდიდატი - ვილი სანიოლი, პატრიკ ვიეირა და ჟან-ლუი გასე განიხილება.

"საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვილი სანიოლი ამ თანამდებობაზე სერიოზულ კანდიდატად განიხილება. რაც 2021 წელს "ჯვაროსნები" ჩაიბარა, ძალიან კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოაყალიბა. ფეხბურთელები მის მუშაობას მაღალ შეფასებას აძლევენ, განსაკუთრებით ეფექტურად ურთიერთობას და ფსიქოლოგიურად მომზადებას. სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველოს
ნაკრები ევრო 2024-ზე პლეი-ოფში გავიდა, რაც ისტორიული მიღწევა გახდა. თუმცა, ისმის კითხვა: მზადაა თუ არა ის, დატოვოს პოსტი იმისათვის, რათა "სენტ-ეტიენის" გამოწვევა მიიღოს?", - წერს გამოცემა.

Sportall.Ge

სანიოლი სენტ-ეტიენშია დაბადებული და ამ გუნდში 1995-1997 წლებში თამაშობდა.

ვიეირა 2024 წლის აგვისტოში "სტრასბურგის" დატოვების შემდეგ უმუშევარია, ხოლო გასეს "სენტ-ეტიენში" დაბრუნება უნდა, რომელსაც 2017-2019 წლებში ედგა სათავეში, ასაკოვანია (70 წლის), სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ცდუნებას ვერ გაუძლოს და დაბრუნდეს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
რა ვიცი, აქ ზოგიერთი ჩასაფრებულთა კასტიდან, ყოველ სიტყვაში სანიოლს მოუწოდებდა "წადი ვილიიი, მოგშორდიო" და ეხლა გაგიხდათ სანიოლი "მაგარი მწვრთნელი"? როცა ნაკრები კარგ მდგომარეობაშია? ასეა, როცა უჭირს გუნდს, მწვრთნელს მოუწოდებთ წადიიი და როცა კარგადააა არ წახვიდე ვილიიი... ორმაგი სტანდარტი დამღუპველია!
ჩასაფრებულებს!
13:50 25-09-2024
0
სანიოლს ჭკუა თუ აქვს, არსად არ უნდა წავდეს - რაც მას აქ დაფასება და ავტორიტეტი აქვს, ბევრს საკუთარ სახლში არა აქვს
ორდე
11:07 25-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული